წუხელ, გვიან ღამით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მიკროავტობუსით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისში მოწყობილი აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი თბილისიდან ზუგდიდში მიემგზავრებოდა.
დაღუპულ მგზავრთა შორის არიან: როლანდ ახალაიას ძმისშვილი, ელვარდ ახალაიაა, ბაჩანა როგავა, ბაჩუკი შენგელია, გოგა ჯალაღონია, ოთარ ჯიქია და ილია გაწერელია.
1976 წელს დაბადებული, ზუგდიდელი ილია (იკა) გაწერელია წინა ხელისუფლების პერიოდში ერთხანს სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. ავარიის დეტალების გასარკვევად და ილია გაწერელიაზე სასაუბროდ ზუგდიდში გარდაცვლილის ახლობლებს დავუკავშირდით. განაგრძეთ კითხვა