გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს და ცოლის ძმას. ერთი დაჭრილი მეზობელი გარდაიცვალა, ორი მათგანი კი გურჯაანის სავადამყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ჩვენთან საუბარში ოჯახის მეზობლები ჰყვებიან, ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული მიიმალა. განაგრძეთ კითხვა