კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. ინფორმაცია "ნეტგაზეთს" პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს, სადაც მოზარდი მკურნალობდა.
შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა ორ კვირაზე მეტია მკურნალობდა.