დიდი ბრიტანეთის სამეფო ჯახში დღემდე ფიქრობდნენ, რომ პრინცი ჩალზი ერთადერთი იყო, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა. 71 წლის პრინცის ჯანმრთელობაზე მაშინ საზოგადოებაც ღელავდა და სამეფო კარიც, თუმცა ჩარლზმა ვირუსის დამარცხება გართულებების გარეშე შეძლო.
ახლახან ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინცი უილიამიც დაახლოებით იმავე დროს ებრძოდა კორონავირუსს, როცა მამამისი. თუმცა აღმოჩნდა, რომ უილიამს უფრო გაურთულდა ავადმყოფობის მიმდინარეობა.
"თავიდან სრულიად ჯანმრთელად გრძნობდა თავს, უბრალოდ, ტესტმა აჩვენა, რომ ინფიცირებული იყო. თავს კარგად გრძნობდა და ონლაინღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობდა. შემდეგ სუნთქვის პრობლემები დაეწყო და იმდენად მძიმე მდგომარეობაში უყო, ირგვლივ ყველა ძალიან შეშინდა" - განუცხადა ანონიმურმა წყარომ ჟურნალისტებს, თუმცა ჯერ ისევ უცნობია, გადაიტანეს თუ არა კორონავირუსი ქეით მიდლტონმა და ბავშვებმა.
ამ ინფორმაციის შემდეგ ცხადი გახდა, რატომ აღარ იყენებს უილიამი პირბადეს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებისას - როგორც ჩანს, ინფექციისგან გამომუშავებული ანტისხეულების იმედი აქვს.