ემიგრანტი დედების თემას საქართველოში ყველა ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. წლობით გადახვეწილი დედები მთელ თავის ნაშრომს ოჯახებს ახმარენ, თავად კი უკვე დაუძლურებულები ბრუნდებიან შინ, სადაც მათი დანახვა ყოველთვის არ უხარიათ.
"ძნელი ყოფილა სახლიდან წასვლა, უფრო ძნელი კი შინ დაბრუნება" - ამ მინაწერით სრულდება საქველმოქმედო ფონდ "სოხუმისა" და თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის კინოკლუბის ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც სწორედ ემიგრაციაში წასულ დედასა და შინ დარჩენილ შვილზეა, ვისთვისაც დედის შინ დაბრუნება აღარ უხარია. მოსწავლეების ნამუშევარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა