მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის".
შეგახსენებთ, ასევე დაუდასტურდა კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.