27 წლის ქალის დედის თქმით, მისი შვილის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა, მიზეზი კლინიკებში ადგილების არარსებობა გახდა. როგორც ოჯახში აცხადებენ, 27 წლის ქალს სიმპტომები რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, ის, სავარაუდოდ, დედისგან დაინფიცირდა.
მათ 112-ში ცხელ ხაზზე ეუბნებოდნენ, რომ კლინიკაში ადგილები არ იყო, რის გამოც მკურნალობა სახლში გააგრძელეს.
31 ოქტომბერს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ის, ხანგრძლივი მცდელობის, შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ოჯახი საავადმყოფოებში არსებული პრობლემის გამო ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ გარდაცვალების შემდგომი პროცედურებიც არ ჩატარდა სათანადოდ. ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და დაკრძალვის შემდეგაც არ მომხდარა დეზინფექცია. მათი თქმით, კორონავირუსზე ტესტის პასუხიც დაკრძალვის შემდეგ გახდა ცნობილი.