მისივე თქმით, ეს რეგულაცია ხვალიდან, 4 ნოემბრიდან ამოქმედდება.
„ღია სივრცეში პირბადეების ტარებაზე ისეთივე სანქცია და რეგულაცია დაწესდება, როგორც ეს არის დახურულ სივრცეში – ეს არის 20 ლარი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ, ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.