პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ დღეს მიიღო. ამ ფონზე, მშობლებს გაუჩნდათ კითხვა, ბავშვებმაც სავალდებულო წესით უნდა ატარონ თუ არა პირბადე ღია სივრცეებშიც. გადასამოწმებლად ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზს მივმართეთ:
"6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სასურველი და რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო. ხოლო, 6 წლიდან უკვე სავალდებულოა, რომ ბავშვებსაც ეკეთოთ პირბადე ღია სივრცეში. ეზოებიც ღია სივრცეა და აქაც უნდა გამოიყენონ." - გვითხრეს ცხელ ხაზზე.
შეგახსენებთ, რომ აქამდე პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ დახურულ სივრცეში იყო. სანქციის დარღვევაზე კი 20 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.
თამარ იაკობაშვილი