პატარებს თევზი 8 თვის ასაკიდან უნდა შესთავაზოთ და მისი კვების რაციონის შემადგებელი ნაწილი უნდა იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. პედიატრები მშობლებს ხშირად ურჩევენ, რომ თევზის რაციონში დამატება ორაგულით დაიწყონ და კვირაში ერთხელ მაინც მისცენ ბავშვებს სხვადასხვა ფორმით პიურესთან ან ბოსტნეულთან ერთად.
რატომ მაინცდამიანც ნორვეგიული ორაგული? ის მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში დიდი რაოდენობით არის: მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინები. A ვიტამინი, რომელსაც ორაგული შეიცავს, მონაწილეობას იღებს ბავშვის განვითარებაში და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს თვალის განვითარებასა და ფუნქციონირებაში.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნორვეგიული ორაგული შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3–ს. არსებობს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მონაცემი, რომლის მიხედვითაც მოზარდების დიდ ნაწილს ომეგა 3 აკლია, რაც მათ ჰარმონიურლ განვითარებას აფერხებს. ომეგა 3, ან როგორც სხვანაირად უწოდებენ, ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმისთვის, გამორჩეულად კი - მოზარდებისთვის. განვითარების საწყის ეტაპზე სწორედ ის არეგულირებს მთელი ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პროცესს და უზრუნველყოფს ბავშვის იმუნიტეტს. ერთი სიტყვით, ნამდვილი საბადოა მთელი ოჯახისთვის და ყველაზე მეტად კი ბავშვებისთვის.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ბავშვის რაციონში ნორვეგიული ორაგულის სისტემატიური ჩართვა. "პირველი კულინარის“ მთავარი რედაქტორი ესმა კუნჭულია აღნიშნავს, რომ ის და მისი 14 წლის შვილი კვირაში ერთხელ აუცილებლად მიირთმევენ ნორვეგიულ ორაგულს და უპირატესობას „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის „ოკეანის“ პროდუქციას ანიჭებს, რადგან მისთვის თევზის ხარისხი და წარმომავლობა უმნიშვნელოვანესია. როგორც ესმა კუნჭულია აღნიშნავს, მისი შვილი ჯანმრთელობის ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ ორაგული და ზოგადად, თევზია.
„მე ვცდილობ, კვირაში ერთხელ მაინც მოვამზადო ორაგული ჩემი ოჯახისთვის და განსაკუთრებით, ჩემი შვილისთვის. ის რომ, ჯანმრთელი ვარ, ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოვიყურები, სულ პოზიტიური გუნება–განწყობა მაქვს, სწორედ ორაგულისა და ზოგადად, თევზის დამსახურებაცაა. ჩემი 14 წლის შვილიც ხშირად მიირთმევს ორაგულს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყურადღება მიაქციეთ, თევზის წარმომავლობას. მხოლოდ ჩრდილოეთის ცივ, თავისუფალ წყლებში გაზრდილი ორაგული არის ყველა იმ სასარგებლო თვისების მატარებელი, რაც მას უნდა ჰქონდეს,“ – აღნიშნავს ესმა კუნჭულია.
აქვე გთავაზობთ რეცეპტს ესმა კუნჭულიასგან, რომელიც გასწავლით როგორ უნდა მოამზადოთ ორაგული ცოცხლად. რეცეპტი არის უმარტივესი, მზადდება სულ რაღაც 5 წუთში და რაც მთავარია ასე მომზადებული ორაგული იღებს საოცარ გემოს, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს ძალიან მოსწონს.