ალას ნათესავებს შორის ურთიერთობას იდილიურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. საიდუმლო არავისთვისაა, რომ უფროსი ქალიშვილი დედას თითქმის არ ნახულობს, რომ აღარფერი ვთქვათ, მის ახალგაზრდა ქმარსა და ტყუპზე.
შეიძლება ეს ყველაფერი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრებასა და დატვირთულ გრაფიკს მივაწეროთ, მაგრამ ალბათ მაინც შეიძლებოდა ალას ტყუპს კრისტინას გოგონასთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონოდათ. როგორც აღმოჩნდა, კრისტინა დიდად მომხრე არ ყოფილა ალასა და გალკინის ოჯახში ბავშვების გაჩენის.
თავად კრისტინა ყოველთვის გაურბოდა ალასა და გალკინის ოჯახის შესახებ საუბარს, სინამდვილეშიც დადასტურდა, რომ მათი შვილების გაჩენით დიად გახარებული არ იყო. ეს საკითხი თურმე დაძაბულად განიხილებოდა ოჯახში და საქმე ასაკში სულაც არ გახლდათ. ამის შესახებ კრისტინამ დუმილი დაარღვია და ტელეკომპანია "ტვცენტრის" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენს ოჯახში სუროგატი დედის თემა არაერთხელ წამოიჭრა. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. დედაჩემმა სინამდვილეში არ იცის, რა არის დედობა, არ შეუძლია ნამდვილი დედა იყოს, ამიტომაც არ მინდოდა ლიზას და გარისაც ისევე ეგრძნოთ დედობრივი სიყვარულის დეფიციტი, როგორც მე ვგრძნობდი" - განაცხადა მომღერალმა ტელეეთერში.
პუგაჩოვა და ორბაკაიტე არც ადრე მალავდნენ, რომ რთული ურთიერთობა ჰქონდათ. ალა ბორისოვნა სახლში ძალიან ცოტა დროს ატარებდა და პრაქტიკულად ვერ ხედავდა შვილს მაშინაც, როცა კრისტინა პატარა იყო. ახლა შანსი აქვს, რომ თავისი შეცდომები გამოასწოროს პატარა ტყუპის აღზრდაში აქტიური მონაწილეობით. შესაძლოა, ასეც ხდება.