დანიაში არსებულ წაულას ფერმებში კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. კორონავირუსის მუტირებული შტამი წაულებში აღმოაჩინეს, რის გამოც 15-17 მილიონ ხცოველს ფერმებშივე გაანადგურებენ. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა განახცადა.
როგორც კი აღმოაჩინეს მუტირებული სარს კოვ-2-ის შემთხვევები, დანიის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გასცა ნანკარგულება, რომ ეს ცხოველები ყველა ფერმაში გაენადგურებინათ. ფრედერიკსენის განცხადებით, წაულებში აღმოჩენილი მუტაციაგავლილი კორონავირუსი ადამიანებზე გავრცელდა და ის ანტისხეულების გამომუშავების უნარს აფერხებს. თავის მხრივ მუტაცია დამატებითი პრობლემაა კორონავირუსის ვაქცინის შექმნის გზაზე.
მუტირებული კორონავირუსი ადამიანებზე ვრცელდება. ამ დროისთვის 12 ადამიანია გამოვლენილი, რომლებიც კორონავირუსის მუტაციის შედეგად დაინფიცირდნენ. დანიაში შიშობენ, რომ ეს შტამი შეიძლება მთელს დანიაში და მსოფლიოშიც გავრცელდეს.
დანია მსოფლიოში ბეწვეულის უმსხვილესი მწარმოებელია. ქვეყანაში ატასზე მეტი ფერმაა, სადაც 15-17 მილიონი წაულა ბინადრობს. კორონავირუსის მუტაცია 200 ფერმაში დადასტურდა. მანამდე იგივე პრობლემა ნიდერლანდებში გამოვლინდა, სადაც წაულას ფერმებში მილიონობით ცხოველი გაანადგურეს.