მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა მარიამ კაკაურიძის პოსტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართავდა. გოგონა წერდა, რომ მშობლები კოვიდინფიცირებულები ჰყავს და მათი მდგომარეობა მძიმეა.
მისი ინფორმაციით, ორივე ინფირიცებული მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში საჭიროებდა, თუმცა ადგილების არარსებობსის გამო მათი იქ მოთავსება ვერ მოხერხდა.
"ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდი 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად, ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი არავინ მოდის, ჩემით მიმყავს გორმედის კლინიკაში, გზაში გამიხდა უფრო ცუდად... ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე!
ახლა, მამას სჭირდენა სასწრაფო რეანიმაცია 2 დღეა და არაფერია ! 1505 112 ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო ,ექიმმა შენ იპოვე ექიმიო ! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი. დედა, დედას არ გაუკეთეს ტესტი ,რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო ! ბომონდში თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში ! მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო ფა წაიყვანეს უნიქალმედში ! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში ! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმ3ბი ,მეპრწ დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცბის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომოდან დაიწყეს მკურნალობა სახლში, თავისი ხარჯებით!" - წერდა მარიამ კაკაურიძე. განაგრძეთ კითხვა