დღეს მამა გრიგოლ მთვარელიშვილის ქალიშვილი, 14 წლის სალომე დაკრძალეს. მამა გრიგოლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის წერილი მისწერა:
"მიწიერი განსჯით დიდია განსაცდელი, რომელიც თქვენს ოჯახს თავს დაატყდა, მაგრამ სულიერად ეს ასე არ არის.
დარწმუნებული ვარ პატარა სალომე ღვთის წინაშე გაიხარებს და იქიდან თქვენც დაგეხმარებათ თქვენი ჯვრის ტვირთვაში.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და უნარი ამ დიდი განსაცდელისთვის ღირსეული პასუხის გაცემისა".
ნინო ჩიტაშვილის ეს ემოციური ჩანაწერიც სალომე მთვარელიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხება. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
"დღეს ვნახე, როგორ იწვა თეთრ სასახლეში თეთრი და საოცრად ლამაზი გოგო...
დღეს ვნახე, როგორ ქადაგებდა შვილგარდაცვლილი მამაო სიკეთესა და სიყვარულზე...
როგორ ულოცავდა შვილგარდაცვლილი დედა სხვა დედებს შვილებს...
როგორ ამშვიდებდნენ დაგარდაცვლილი დედმამიშვილები ერთმანეთს...
დღეს მოვისმინე,როგორ სთხოვდა მამაო ღმერთს,მიეტევებინა მისი შვილისათვის ერთადერთი ცოდვა,რომ მისმა გარდაცვალებამ სხვა ადამიანს უდიდესი განსაცდელი მოუვლინა და გვთხოვდა,არასდროს განგვეკითხა,რამეთუ არავინ ვიცით რა ტრიალებს სხვის გულში...
დღეს მოვისმინე, როგორ სთხოვდა მამაო ადამიანებს,რომ არავის და არაფრის გამო არ ღირს გაბოროტება,რომ ერთადერთი,რაც გადაგვარჩენს სიყვარული და ერთმანეთის გვერდით დგომაა.
დღეს მოვისმინე,როგორ სთხოვდა მამაო მრევლს,რომ კი არ შეიცოდონ,არამედ უფრო მეტი სიყვარული გაუზიარონ...
დღეს ვნახე,როგორ იდგა საათობით თეთრ სასახლესთან ავადმყოფი ბიჭი და მომეჩვენა,რომ მისი ცრემლი იყო ძალიან გულწრფელი...
დღეს ვნახე ერთად: სიკვდილი,სიკეთე,სილამაზე,სიყვარული და სიძლიერე...
და დღეს ისე გავიზარდე...
არ მგონია, რამე ვნახო კიდევ ამაზე მეტი, ჩემი ცხოვრების მანძილზე".
ავარიის საქმეზე, რომელსაც მამა გრიგოლის ქალიშვილი ემსხვერპლა, პოლიციელი დააკავეს