ავტოკატასტროფაში დაღუპული ცოლ-შვილი, სექსუალური შევიწროების ბრალდება, სკანდალური ვაჟი - ამბები ამერიკის ახალ პრეზიდენტზე - მშობლები

ავტოკატასტროფაში დაღუპული ცოლ-შვილი, სექსუალური შევიწროების ბრალდება, სკანდალური ვაჟი - ამბები ამერიკის ახალ პრეზიდენტზე

2020-11-08 08:43:20+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - 46-ე პრეზიდენტი 77 წლის ჯო ბაიდენი გახდა, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი.

დემოკრატიული პარტიის წევრ ჯო ბაიდენს ტრამპისგან განსხვავებით, მეტისმეტ ლიბერალად მიიჩნევენ. ცნობისათვის, ის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში... თუმცა მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ამერიკის მომავლის მისეულ ხედვას ამ შემთხვევაში არ შევეხებით. ჩვენ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ და გავიცნობთ ჯოზეფ ბაიდენს, როგორც შვილს, მეუღლეს და მამას.

ბავშვობა და ოჯახი

ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ-უმცროსი 1942 წლის 20 ნოემბერს დაიბადა სკრანტონში, პენსილვანიაში. მშობლები იყვნენ ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ-უფროსი და კეტრინ იუჯინია ფინეგანი. მისი წინაპრები დიდი ბრიტანეთიდან იყვნენ ემიგრირებულნი აშშ-ში და ჯერ კიდევ მისი დიდი პაპა, უილიამ ბაიდენი იყო პენსილვანიაში სენატის წევრი.

ბაიდენი ოჯახში პირველი შვილი იყო - ორი უმცროსი ძმა ჰყავს და ასევე უმცროსი და.

mshoblebi
10 წლის ჯო

წმინდა ელენეს კათოლიკური სკოლა დაამთავრა, შემდეგ აკადემია კლეიმონტში, მოგვიანებით - დელავერის უნივერსიტეტი, ისტორიისა და ოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხით, 1968 წელს კი დაამთავრა სირაკუზის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა - სამართლის დოქტორის ხარისხით.

mshoblebi

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სერიოზული განათლება მიიღო, ბავშვობაში საკმაო პრობლემები ჰქონდა - ენა ებმოდა და როგორც თავად ამბობს, ლამის 30 წლამდე ჰქონდა ეს პრობლემა. მისივე მტკიცებით, მეტყველების გამოსწორებაში დაეხმარა სარკის წინ პოეზიის კითხვა.

ბაიდენი არ იღებს ალკოჰოლს და ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ერთხელ თქვა: "ჩემს ოჯახში საკმარისი ალკოჰოლიკი იყო და მე აღარ ვჭირდები ამ სიას".

სხვათა შორის, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემები ჰქონდა მის შუათანა ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს, რომელიც იურისტია და საკმაოდ სერიოზული კარიერა გაიარა, ლობისტური ფირმის ჩამოყალიბებიდან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში მუშაობით გაგრძელებული და უკრაინის კერძო გაზკომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრობით დასრულებული. მაღალანაზღაურებადი და სოლიდური თანამდებობების მიუხედავად, მაინც მოახერხა ალკოჰოლურ სკანდალში გახვევა. მოგვიანებით კი ასეთი კომენტარი გააკეთა: "ყველა გადის რაღაც ტრავმას. ყველა ოჯახში არის რაღაც მავნე ჩვევები. მე ამ სიბნელეში ვიყავი". 2003 წელს ჰანტერი თავად ჩაეწერა სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ერთი თვე გაატარა.

mshoblebi
ჯო და ჰანტერ ბაიდენები

ჰანტერს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

პირადი ცხოვრება

ბაიდენის ცხოვრებაში საკმაოდ ტრაგიკული ფურცელია. 1972 წლის ბოლოს მისი ცოლ-შვილი ავტოკატასტროფაში მოყვა. მისი მეუღლე ნელი და ქალიშვილი ნაომი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, ვაჟები - ბო და ჰანტერი, გადარჩნენ, თუმცა სერიოზული ტრავმები მიიღეს. ამ დღის შემდეგ ჯოს ცხოვრებაში პირველი ადგილი შვილებზე ზრუნვამ დაიკავა.

mshoblebi
პირველ ცოლ ნელისთან ერთად

მოგვიანებით, 1977 წელს, ჯო მეორედ დაქორწინდა - ჯილ ჯეიკობსზე, რომელთანაც ქალიშვილი - ეშლი გაუჩნდა.

mshoblebi
მეორე ცოლსა და შვილებთან ერთად

2015 წელს ჯოს ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა - მისი უფროსი ვაჟი ბო, დელავერის შტატის გენერალური პროკურორი, სამი შვილის მამა, სიმსივნით გარდაიცვალა...

mshoblebi
უფროს ვაჟთან და რძალთან ერთად

დღეს ორი შვილი ჰყავს და შვილიშვილები, რომლებისთვისაც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის პოულობს დროს.

mshoblebi
ქალიშვილთან ერთად

კარიერა და სკანდალები

სენატორი ბაიდენი 30 წლის ასაკში გახდა, 1972 წელს და მას მერე სულ პოლიტიკაშია. 1987-95 წლებში სენატში სამართლის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სამუშაოს მხოლოდ 1988 წელს ჩამოსცილდა შვიდი თვით - სწორედ ამ წელს დაუსვეს თავის ტვინის ორი სისხლძარღვის ანევრიზმა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს საავადმყოფოში და გაუკეთეს სასწრაფო ოპერაცია. შვიდი თვის შემდეგ დაბრუნდა მხოლოდ სენატში.

სენატში სამჯერ თავმჯდომარეობდა საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს და ხშირად მოჰყვებოდა პროტესტი მის შეხედულებებს სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში.

ბაიდენის ბიოგრაფიაში სექსუალური ხასიათის სკანდალიცაა - რამდენიმე ქალმა გამოაცხადა, რომ ბაიდენი მეტისმეტად ახლო კონტაქტის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. 22 წლის კეიტლინ კარუსოს თქმით, ბაიდენმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე მას თეძოზე დაადო ხელი. მეორე ქალბატონმა კი გამოაცხადა, რომ პოლიტიკოსმა თავზე აკოცა და მის თმას ყნოსავდა. ამ ბრალდებებს მისი მეუღლე ჯილი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მისი ქმრისა და მისი ოჯახისთვის ჩახუტება და კოცნა ჩვეულებრივი ნორმაა. როდესაც მათ შეხვედრები დაიწყეს, ჯოს სულ ეჭირა ხელში მისი ხელი, თმაზე ეფერებოდა და ეხუტებოდა. ჯილი ფიქრობს, რომ ჯოს ეს ჩვევა ცნობილ ავტოკატასტროფას უკავშირდება, რომელშიც მან პირველი ცოლი და ქალიშვილი დაკარგა. მას მერე აქვს მუდმივი მოთხოვნილება სითბოს გამოხატვის, მათ შორის - შეხებითაც.

mshoblebi
ჯო და ჯილი

mshoblebi

mshoblebi