„იმისთვის, რომ თრომბოემბოლიის რისკი შევამციროთ, პირველ რიგში ბევრი სითხის მიღებაა საჭირო, ყველაზე კარგი წყლის მიღებაა. ასევე აუცილებლია მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. სულ მცირე, უნდა ვიაროთ. არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. ასევე გაციების დროს ლიმონიანი ჩაი რომ კარგია, ესეც ყველამ ვიცით. ასე რომ, ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.