ჯანსაღი ცხოვრების წესი მომავალი თაობის აღზრდისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ, სმარტ კაპიტალ ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი - რაგბი კიდევ მასშტაბური გახადოს. კომპანია პატრონაჟსა და სპონსორობას უწევს რაგბის ახლადშექმნილ სკოლას "ძმები", სადაც ბავშვები ვარჯიშს 5 წლის ასაკიდან იწყებენ.
5 წლის ნიკი და 7 წლის დათუნა ინაშვილებიც სკოლა "ძმების" წევრები არიან. მათი მამა სანდრო ინაშვილი Mshoblebi.ge-ის უამბობს, რომ შვილებმა რაგბიში ვარჯიში მისი ძველი პროფესიისა და ამ სპორტისადმი ზოგადი ინტერესის გამო აირჩიეს. სკოლა "ძმებში" მათი მიყვანა კი მშობლის თქმით, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
- "ბავშვების მხრიდანაც იყო რაგბის მიმართ ინტერესი, რაც ჩემმა ფაქტორმაც განაპირობა, რადგან წარსულში მორაგბე ვარ და ასევე, ისინი ტელევიზიით ხშირად ადევნებდნენ თვალს თამაშებს. საბოლოოდ, არჩევანი სკოლა "ძმებზე" შევაჩერეთ, რისი ძირითადი მიზეზიც გუნდის მწვრთნელი ვახტანგ მძინარაშვილი იყო.მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, კარგად ვიცნობ, ვიცი, რომ პროფესიონალია და უშუალოდ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ნანახი მყავდა საქმეში, ვიცი, როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვებთან, რას ანიჭებს უპირატესობას, რა არის მისი პრიორიტეტები და ამ ყველაფრის ფონზე გადავწვყვიტე, რომ ის ჩემი ბავშვებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. მისი პიროვნებიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ ბავშვებს მისცემდა ყველაფერს, რაც მათ ამ ასაკში ესაჭიროებათ, როცა მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მენტალური მხარე ყალიბდება", - აღნიშნა სანდრო ინაშვილმა.
კითხვაზე, რა მისცა პატარებს "ძმებმა" და რაგბიმ, მამა გვპასუხობს, რომ ეს არის სოციალიზაცია, გუნდურობის შეგრძნება, ურთიერთობების დამოუკიდებლად ჩამოყალიბების უნარი და ფიზიკური გაჯანსაღება.
"გარდა სოციალიზაციისა ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური კომპონენტიც. უფრო მეტად გაჯანსაღდნენ, უფრო მოქნილები გახდნენ, თუ ადრე ხშირად ცივდებოდნენ, ახლა უფრო ნაკლებად. რაგბიში ვარჯიში წაადგა როგორც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე სოციალურ ურთიერთობებს, რომელიც ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს შვილებს ეს პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ ამ კუთხითგაცილებით უფრო უკეთესები გახდნენ. ისინი არიან უფრო დამოუკიდებლები, ისწავლეს როგორ უნდა წარმართო ურთიერთობები მშობლის გარეშე, დამოუკიდებლად და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ეჩვევიან დისციპლინას, ხვდებიან, რომ უნდა გაიმეორონ ის, რასაც მწვრთნელი ეტყვით, თუ უნდათ, რომ წარმატებას მიაღწიონ", - განგვიმარტა დათუნა და ნიკი ინაშვილების მამამ.
სმარტ კაპიტალ ჯგუფის მხარდაჭერით შექმნილ სკოლა "ძმებში" ნიკის და დათუნას მსგავსად კიდევ 50-მდე ბავშვი ვარჯიშობს. ვარჯიშებს ლიცენზირებული და გამოცდილი მწვრთნელები უძღვებიან. გარდა ამისა, სპორტული პროგრამა მოიცავს ვარჯიშებს, რომელსაც ატარებენ მოწვეული მორაგბეები ეროვნული ნაკრებისა და სხვა გუნდების შემადგენლობიდან.
სკოლის მიზანია, ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, გუნდურად მუშაობა, ჯანსაღი კონკურენცია და შრომა შეაყვაროს და ამავდროულად, გაზარდოს რაგბის პროფესიონალი მოთამაშეები. "ძმები" უკვე 2 წელია ფუნქციონირებს, თუმცა ამ მოკლე დროში მისი ცნობადობა საკმაოდ გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ცოტა ხნის წინ რაგბის სკოლას მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკი ეწვია, საწვრთნელი ბაზა მოინახულა, ბავშვები გაიცნო და მონაკოშიც დაპატიჟა.
როგორ ჩაეყარა სკოლას საფუძველი და როგორ ვარჯიშობენ ბავშვები ძმებში, ამის შესახებ დეტალურად "ძმების" პროფესიონალ მწვრთნელს ვახო მძინარაშვილს ვესაუბრეთ:
- მიხეილ ჩხარტიშვილი - სმარტკაპიტალ ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მე ბავშვობიდან, მეგობრები ვართ. შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს ჩემს სპორტულ და სამწვრთნელო კარიერას და ყოველთვის მგულშემატკივრობდა. მე საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და პარალელურად, ჩემს კლუბში ვავარჯიშებდი საფესრტივალო ასაკის ბავშვებს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მე და მას რაგბის სკოლის ჩამოყალიბების იდეა გაგვიჩნდა. ასე შეიქმნა ჯგუფის მხადაჭერით "ძმები". კომპანიამ დაასპონსორა და დღემდე ფინანსურ მხარდაჭერას უწევს სკოლას, ხოლო დანარჩენს, რაც კარგი სპორტსმენის აღზრდისთვის საჭიროა, მე ვაკეთებ ჩემი გამოცდილებით.
"ძმები" 2018 წელს დავაარსეთ. ამჟამად სკოლაშ 3 ასაკობრივი გუნდი ვარჯიშობს - 5-დან 14 წლამდე. მათ უტარდებათ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ვარჯიშები.
ჩვენი რაგბის სკოლა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში - მუშტაიდის პარკში მდებარეობს. სკოლავარჯიშებსუზრუნველყოფსყველასაჭიროდათანამედროვესტანდარტებისშესაბამისიინვენტარით,ასევეუსაფრთოებისდაცვით.
ჩვენ ყოველწლიურად უფრო და უფრო ვვითარდებით. გასულ წელს, რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებში მივიღეთ მონაწილეობა. "ძმების" მიზანია, სამომავლოდ სკოლასთან ერთად ჩამოვყალიბდეთ რაგბის სრულფასოვან კლუბად, რომელიც თავდაპირველად, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ასპარეზებზე მოსახვედრად იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ რაგბის კლუბი მოიცავს ყველა ასაკის ბავშვთა, მოზარდთა და კაცთა გუნდებს.
- რაგბი ბავშვს უნვითარებს ფიზიკურ ძალას,გამძლეობასა და კოორდინაციას. ასევე, ბავშვი რაგბით სწავლობს გუნდურ მუშაობას. მას ბაღის ასაკიდანვე უვითარდება ისეთი უნარები, როგორიც არის გუნდურობა და თანამშრომლობა.
სპორტი, რომელიც ქართველებს ასე ძალიან გვიყვარს, აყალიბებს სამართლიანი თამაშის ჩვევებს და ბავშვებს ასწავლის მიზნის პატიოსანი გზებით მიღწევას. მოწინააღმდეგის პატივისცემით ბავშვი სწავლობს ჯანსაღ კონკურენციას. თამაშის სტრატეგიული ელემენტების სწავლა კი მას მატებს კონცენტრაციისა და ანალიზის უნარს. გარდა ამისა, რაგბი დიდ როლს თამაშობს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაში, თავდაჯერებულს ხდის მას და უღვივებს თავმოყვარეობის შეგრძნებას.
რაგბის გარდა, თეორიული გაკვეთილების მიმდინარეობისას ვსაუბრობთ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, ერთმანეთს ვუყვებით ჩვენს თავგადასავლებს, ვხუმრობთ. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს რამე აწუხებს, ვცდილობთ, დავეხმაროთ და გავამხნევოთ. ყველა ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, ვსაუბრობთ ემოციებზე. მე დიდ მიშვნელობას ვანიჭებ ბავშვის ემოციურ განვითარებას. ჩემი აზრით, ემოციური ინტელექტი პიროვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ერთად დავდივართ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე. ასევე, ყოველი სეზონის ბოლოს ქალაქგარეთ საზაფხულო შეკრება გვაქვს, რაც ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და ერთმანეთთან დაახლოების საშუალებას გვაძლევს.
როგორც აღვნიშნე, ჩვენი რაგბის სკოლის დაარსებასა და განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის სმარტ კაპიტალ ჯგუფს. რომლის მხარდაჭერით საშუალება გვაქვს, უსასყიდლოდ ვავარჯიშოთ ბავშვები, რომელთა ოჯახებსაც მძიმე სოციალური პრობლემები აქვს და ერთობლივი სურვილით და ძალისხმევით, ვცდილობთ მნიშვნელოვან ფასეულობას - ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს ხელი შევუწყოთ და ახალი თაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.