"მასტერშეფის“ მონაწილეს, 43 წლის გაიანე კარაპეტიანს 2 შვილი და უკვე 2 შვილიშვილიც ჰყავს. ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა და მას მერე ბევრი სიძნელე გამოიარა, თუმცა, ამბობს, რომ ყველაფერი გადაიტანა და განსაცდელმა უფრო გააძლიერა.
"15 წლის გავთხოვდი. 10 წელი ვიცხოვრე მეუღლესთან, მაგრამ მიღალატა და მაგის გამო გავშორდი. შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გადაატრიალა ჩემს გულში. ამერიკაში ცხოვრობდა, მაგრამ ველოდებოდი, რადგან ძალიან მიყვარდა... სამწუხაროდ, ჩაიშალა ყველაფერი და ამან ისე იმოქმედა ჩემზე, ავად გავხდი. ყველანი: შვილები, დედა, და - ძალიან ნერვიულობდნენ ჩემზე, მაგრამ გადავლახე და ვცხოვრობ... უფრო მაგარიც ვარ. მარტო რომ დავრჩი, სამზარეულოში დავიწყე მუშაობა, მხოლოდ ეს მაწყნარებდა“