დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის საგანგებო ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნის შესახებ კითხვას უპასუხა.
„კითხვაა ასეთი, რატომ იკავებს სახელმწიფო საველე ჰოსპიტლების გახსნისგან თავს? საველე ჰოსპიტლების იდეა ყოველთვის განიხილება, მაგრამ ამ ეტაპზე არა საველე საწოლების მობილიზაცია ხდება. საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 5 500 საწოლია მობილიზებული, ამის გარდა ყოველდღიურად ხდება საწოლფონდის გაზრდა, რომელიც ნოემბრის ბოლოს 8 500-მდე უნდა ავიდეს. თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მაშინ მივმართავთ გეგმა B-ს, რაც გულისხმობს სხვა დიდი სივრცეების მობილიზებას. ამას შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაარქვათ. ეს იქნება დამატებითი, დიდი სივრცეები, სადაც პაციენტები ჰოსპიტალურ დახმარებას მიიღებენ“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.