კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია დედა გახდა. მას და მის მეუღლეს ივანე მხეიძეს ვაჟი გაუჩნდათ. ანასტასიამ ეს სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მშობიარობოდან მეორე დღეს:
"უკვე 6 წელია, 13 ნოემბერი ჩემთვის ყველაზე საშინელი დღე იყო კალენდარში. ამ დღეს ვერ ვიტანდი და მისი მოახლოებისასაც უკვე მაკანკალებდა. ეს იყო დღე, როცა კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი.
ვფიქრობდი, რომ ბედი საოცარი რამაა, როცა ექიმებმა მითხრეს, რომ მშობიარობის დღე 13 ნოემბერი იყო. ამგვარად ყველაზე ცუდი დღე კალენდარში უნდა ქცეულიყო ყველაზე სასურველად. მაგრამ ჩემმა ვაჟმა თავად ამოირჩია ამქვეყნად მოვლენის დრო - ალექსანდრე მხეიძე 3,5 საათით ადრე და 2020 წლის 12 ნოემბერს დაიბადა 20:30-ზე თბილისის დროით, 3,7 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი, მას ყველაფერი კარგად აქვს.
ბუნებრივად ვიმშობიარე, წყალში, ეპიდურალური ანესთეზიის გარეშე და მეც თავს კარგად ვგრძნობ. 50%-ით ეს ყველაფერი ჩემი შესანიშნავი ქმრის დამსახურებაა, რომელიც სულ ჩემ გვერდით იყო და ყველანაირად მხარში მედგა - ემოციურად, ფიზიკურად. ვერც ვიოცნებებდი ცხოვრების უკეთეს თანამგზავრზე.
2014 წლის 13 ნოემბერს მე დავკარგე ჩემი გულის ნაწილი, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ ჩემი გული კვლავ აივსო სიყვარულითა და სიხარულით. მწამს, რომ კახა თვალს გვადევნებს და თავისი ცნობილი ულვაშა ღიმილით უღიმის თავის შვილიშვილს. ვუგზავნით კოცნას სანი და მე".