კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ლეტალურ შედეგებსაც იწვევს, სისხლის გასქელება, თრომბოზები და თრომბოემბოლიაა. ამიტომ ხშირად მოგვიწოდებენ, მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ხელს უშლის სისხლის გასქელებას, ასევე ვიმოძრაოთ ბევრი და დავლიოთ ბევრი წყალი.
"იმედის დილაში" ექიმმა და ტელეწამყვანმა ოთარ ტატიშვილმა კოლეგებთან ერთად დაასახელა 7 პროდუქტი თრომბოზის პრევენციისთვის და ასევე ნაზავი, რომელიც ხელს უშლის სისხლის გასქელებას. რა თქმა უნდა, დოზას ყველა პროდუქტის შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა და ზედმეტად არაფრის მიღება არ არის რეკომენდებული.
რამდენიმე კბილი ნიორი გაჭყლიტეთ, გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ჭიქა სპირტი ან არაყი, დააფარეთ კონტეინერს სახურავი და დატოვეთ ბნელ ადგილზე 10 დღის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაწუროთ. დარჩენილი მასიდან ათ-ათი წვეთი გახსენით წყალში და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.