რუსულ მედიაში ის არაერთხელ დასახელდა ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად, რომელიც მამაკაცებს ეშხიანი მზერით აჯადოებს და რომელიც ჩვეულ სამოსშიც კი ბრწყინვალედ გამოიყურება. ეს ბლოგერი და ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძეა, რომელსაც ხშირად ქალური სილამაზის განსახიერებადაც მოიხსენიებენ ხოლმე რუსულ მედიაში.
ნინუცა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. უმაღლესი განათლება ლონდონში მიიღო. შემდეგ გათხოვდა, შვილი გაუჩნდა და წლები მეუღლესთან - ნიკა ორჯონიკიძესთან ერთად ლონდონსა და მოსკოვში ცხოვრობდა.
ნინუცა რუსეთში ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ასევე წლების განმავლობაში მოსკოვის ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია. მისი დედამთილი კი ქეთევან ორჯონიკიძეა - "პირველი არხის" ყოფილი წამყვანი.
ნინუცას გვარი ბიბილეიშვილია, თუმცა დაქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადავიდა და შოუბიზნესშიც ამ გვარით უფრო იცნობენ. ნინუცა წლებია მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და მოდურ ბლოგერად და წამყვანად, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, სადაც გასულ წლებში გაცილებით უკეთ იცნობდა ფართო საზოგადოება. თუმცა ბოლო პერიოდში ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა - საზოგადოებრივ მაუწყებელზე, "ახალი დღის" წამყვანია.
რუსეთში მასზე დღესაც აქტიურად წერენ და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ულამაზესი ქართველი ქალია და უბრალო ჯინსებსა და მაისურშიც კი შეუძლია, ბრწყინვალე იყოს.
მეუღლესთან ერთად