ეს სტატია ბლოგიდანაა, რომელსაც ჰქვია "საოცარი საქართველო" და ავტორი საქართველოსა და მის შესახებ შთაბეჭდილებებზე წერს. ბლოგს ბევრი გამომწერი ჰყავს და უმრავლესობა საქართველოს გულშემატკივარია.
შთამბეჭდავ ადგილებზე საუბართან ერთად, ბლოგის ავტორი ასევე საუბრობს იმ ერთი შეხედვით უსიამოვნო ჩვევებზე, რომელიც აქვთ ქართველებს, მისი გამოცდილებით და რომლებსაც მათი ხასიათიდან გამომდინარე, ადვილად ეჩვევა უცხო ადამიანიც.
"ქართველები მხიარული, ემოციური, ექსპრესიული ხალხია. თუმცა არა მათი ექსპრესია ან მეტისმეტი ემოციურობაა მათი უსიამოვნო თუ უცნაური თავისებურებები, რომლებიც გაღიზიანებს თავდაპირველად, როცა იქ იწყებ ცხოვრებას ან უბრალოდ ისვენებ ამ ქვეყანაში. არის ჩვევები, რომელთა გაცნობიერებასა და რომლებთან შეგუებასაც დრო სჭირდება. სამაგიეროდ, მერე ვერც ხვდები, თავადაც რომ ასე იწყებ მოქცევას.
ეჭვი მაქვს, რომ არაპუნქტუალურობის მიზეზი მოდუნება და ძალდაუტანებლობაა, რადგან აქ ასე ცხოვრებას არიან მიჩვეულნი. ამიტომ, დაისვენეთ და არ იჩქაროთ, რადგან ამ ჩვევით გამოწვეული პრობლემა თავისით მოგვარდება.
ეს ეროვნული თვისებაა და თავისუფლებისა და სიმარტივის სიყვარულს უკავშირდება. ამის მიუხედავად, ძალიან რთულია ქართველი დიასახლისი უსუფთაობაში დაადანაშაულო. ყველაფერი იდეალურად აქვთ, ხოლო იატაკის გასუფთავებას სტუმრების წასვლის შემდეგ იწყებენ, რადგან არ სურთ მტვერსასრუტის ხმით ან სხვა საშუალებით ადამიანებს დისკომფორტი შეუქმნან.
პირადი სივრცის აღქმა აქ ისეთივე არაა, როგორც რუსეთში. ქართველები კომუნიკაბელური ადამიანები არიან და კომუნიკაციის, ურთიერთობების გარეშე იწყენენ. ქართულად ურთიერთობა არის ყოველთვის ზღვა ემოცია, ხუმრობები, აქტიური ჟესტიკულაცია, შეხება. უბრალოდ, ამას უნდა შეეჩვიო. თავიდან შეიძლება უცნაური და არაბუნებრივი მოგეჩვენოთ, მაგრამ ისე სწრაფად ეჩვევით, ვერც კი ამჩნევთ, როგორ იწყებთ ასევე მოქცევას".
ბლოგს ბევრი კომენტარი აქვს. საქართველოში ნამყოფი უცხოელები თავიანთ შთაბეჭდილებებს წერენ და მოსაზრებას ზემოაღნიშნულ ჩვევებზე. რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
"მე ვისწავლე ღვინით ვახშმობა და მწვადთან ტყემლის შეკვეთა... ვისწავლე, რომ წყენა არ დავიგროვო და ღამე ვნახო სიზმრები და არა კოშმარები, არ მივაქციო ყურადღება ნეგატივს და ვთქვა: "პრობლემა არა!" ვისწავლე წვრილმანების დაფასება, წითელზე გზის გადაჭრა და საღამოს უმიზეზოდ დარეკვა დაქალებთან, რომ ვკითო: "რას შვრები, გოგო?“ აქ ვისწავლე ადამიანების სიყვარული, მათთან დებივით და ძმებივით მიდგომა, საღამოს კაბასთან კედების ჩაცმა და თმის უბრალოდ მაღლა აწევა და შეკვრა... ლოცვით ყველაფრისთვის მადლიერება და ყოველი გათენების სიხარულით შეგებება... მე უბრალოდ ვისწავლე ბრძნულად ცხოვრება.... მადლობა ამისთვის შენ, საქართველო!" "ჩემი აზრით, კარგად დაწერილი დაკვირვებაა, ავტორმა სამართლიანად და იუმორით დაწერა, არა შეურაცხყოფით. ყველა ხალხს აქვს თავისებურებები, ისინი უბრალოდ უნდა გაითვალისწინო, თუ საკუთარი სამშობლოს ფარგლებს ცდები. საქართველოში სიამოვნებით წავიდოდი და ახლა ვიცი, რაზე არ უნდა ჩავიციკლო - მადლობა ავტორს!" "მომიწია ქართველებთან ურთიერთობა, ძალიან სასიამოვნო ხალხია, აღზრდილები და კულტურულები. სამწუხაროდ, საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ გამიგია, რომ ძალიან ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა".