ადამიანები გამუდმებით ეძებენ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოს. ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც თითქოს დაამარცხეს ასაკი - დღეგრძელებიც არიან და ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებიან. მათ გვერდით ვხედავთ მათაც, ვინც ასაკთან შედარებით უფრო ხნიერად გამოიყურება და ახალგაზრდულ ენერგიასაც მალე კარგავს. რაშია დაბერების საიდუმლო, რატომ ვბერდებით სხვადასხვანაირად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა სტენფორდელი მეცნიერების ჯგუფმა. მათი დასკვნით, დაბერების 4 ტიპი არსებობს და ყველა ადამიანი ამ 4-დან რომელიმეს მიეკუთვნება. ეს კატეგორიები განსაზღვრავენ, როგორ დაბერდება მისი ორგანიზმი. კვლევის ფარგლებში 34-დან 68 წლამდე ადამიანებს 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, შედეგები კი გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ხელმძღვანელის, ექიმ მაიკლ სნაიდერის თქმით, ადამიანების შესწავლა ამდენი ხნის განმავლობაში მიკრობიოლოგიურად ასეთ მაღალ დონეზე ჯერ არ მომხდარა.
საბოლოოდ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაბერების 4 ტიპი არსებობს: მეტაბოლური, იმუნური, ჰეპატიკური (ღვიძლის მდგომარეობიდან გამომდინარე) და ნეფროტიკული (თირკმლის მდგომარეობაზე დამოკიდებული).
მეტაბოლური დაბერების ადამიანები დიაბეტისკენ არიან მიდრეკილნი. იმუნური დაბერება სხვაფასხვა სახის ანთებით დაავადებებს განაპირობებს. კვლევის ავტორები გვარწმუნებენ, რომ ორგანოთა სისტემებს ადრეულ ასაკშივე იძლევიან სიგნალს, თუ საიდან მოდის ჯანმრთელობის პორნბლემები, სად არის ჩვენი სუსტი წერტილები. თუ თავიდანვე მივაქცევთ ყურადღებას ამ სიგნალებს, დროულად შევიცვლით ცხოვრების წესს, დაბერების პროცესი შენელდება და ცხოვრების ხარისხიც აიწევს.
მეიჯორ გილბერტი, 102 წლის
მეცნიერები გვირჩევენ, კარგად გადავხედოთ ჩვენს ცხოვრების წესს და დროულად გამოვასწოროთ ის ფაქტორები, რაც ჯანმრთელობას გვიზიანებს ან სტრესს აყენებს ჩვენს ორგანიზმს.
აი, მათგან რამდენიმე მარტივი რჩევა, რომლებიც ბანალურად ჟღერს, თუმცა ამართლებს და შეუძლებელიც არ არის შესასრულებლად.
შემოსავალი მიიღეთ იმ საქმით, რისი კეთებაც მოგწონთ. ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხომ სამუშაოს შესრულებაში ვხარჯავთ. ამიტომ ნუ გავწირავთ ჩვენს ცხოვრებას მუდმივი დარდისა და უკმაყოფილებისთვის. წყალი - ეს ჩვენი ორგანიზმის ნატურალური საპოხია. სწორედ მისი წყალობით მუშაობენ ჩვენი ორგანოები. სვით ბევრი წყალი, სანამ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ - ამ დროს ზედმეტი არასდროს არის. ჰიდრატაცია ჩვენს კანზე ჯადოსნურად მოქმედებს. ცხოვრების მეგზურს ნუ აირჩევთ მხოლოდ სიყვარულით. აირჩიეთ ის, ვის გვერდითაც მშვიდად და ჰარმონიულად იცხოვრებთ. დიდ სიყვარულს ხშირად დიდი დაძაბულობა და სტრესიც ახლავს. არც შვილების გვერდით ცხოვრებაა აუცილებელი, როცა ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. თუ ერთმანეთს ვერ ეწყობით, განცალკევდით. ამით სიყვარული არ მთავრდება. სამაგიეროდ, დიდი ხნის განმავლობაში გეყოლებათ ერთმანეთი. სტრესზე მეტად არაფერი აბერებსო, ალბათ გაგიგონიათ, მაგრამ მზეს სტრესზე მეტი ზიანის მიყენება შეუძლია თქვენი სიბერისთვის. მართალია, მზე D ვიტამინის წყაროა, მაგრამ დამცავი კრემის გარეშე მას ნუ გაუთამამდებით.
ტაო ლინჩი, 100 წლის ვანგ-ოდ ოგი, 101 წლის
ჯულია ჰავკინსი, 102 წლის
რობერტ მარჩანდი, 106 წლის
ერნესტინა შეპერდი, 86 წლის
მაია მასკი, 70 წლის
ვანგ დეშანი, 82 წლის