ექიმი, მსახიობი და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი ორგზის ბაბუა მეორედ გახდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მის შვილს ზუკა ტატიშვილს ვაჟი შეეძინა.
როგორც გაირკვა, ბაბუას სიურპრიზი მოუწყეს და მის პატივსაცემად პატარას ოთარი დაარქვეს. ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.
"ბიჭია, ბიჭია,"- ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ვიდეო სამშობიაროდან ოთარ ტატიშვილის ყოფილმა ცოლმა ეკატერინე არჩვაძემ.
ოთარისთვის და ეკასთვის ეს მეორე შვილიშვილია. ზუკას და მის მეუღლეს ბარბარე ჩაჩუას პირველი შვილი გოგონა ჰყავთ. ოთარ ტატიშვილსა და ეკა არჩვაძეს ორი საერთო ვაჟი ზუკა და შოთიკო ტატიშვილები ჰყავთ. განაგრძეთ კითხვა