15 ნოემბერი ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ოჯახში განსაკუთრებული თარიღია. მრავალი წლის წინ წყვილმა სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება ერთად უნდა გაეტარებინათ.
გალკინი და პუგაჩოვა ერთ-ერთი ყველაზე ერთგული წყვილი აღმოჩნდა შოუ-ბიზნესში. მათი ქორწინება, სკეპტიკური მოლოდინების მიუხედავად, ძალიან მყარი გამოდგა. მათ შორის 27-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ფაქტია, ერთად ბედნიერები არიან. წლების განმავლობაში თითქოს მათი სიყვარული გაძლიერდა კიდეც.
ქორწინებამდე ალასა და მაქსიმს ხანგრძლივი რომანი ჰქონდათ, რასაც საიდუმლოდ ინახავდნენ. ალა მაშინ 52 წლის იყო, მაქსიმი - 25-ის. მხოლოდ 2005 წელს გაასაჯაროვეს თავიანთი ურთიერთობა და 6 წლის შემდეგ დაქორწინდნენ.
ცოლ-ქმარი თავიანთი სიყვარულის დასაწყისაც 2001 წლის 15 ნოემბერს მიიჩნევს, შესაბამისად, მაქსიმმა საყვარელ ქალს სოციალურ ქსელში ურთიერთსიყვარულის 19 წლისთავი მიულოცა. სიტყვები, როგორც ჩანს, ზედმეტად მიიჩნია და მხოლოდ ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. შეუძლებელია, არ შენიშნოთ, რა სიყვარულით შეჰყურებს ის მეუღლეს.
კომენტარებში უამრავი ადამიანი ულოცავთ ბედნიერ თარიღს და მის კიდევ მრავალჯერ აღნიშვნას უსურვებს.