წინასაახალწლო მზადება უკვე დაიწყო. მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, მაღაზიებში საახალწლო პროდუქციას - თოვლის ბაბუებს, ნაძვის ხეებს, ნაძვის ხის სათამაშოებს და უამრავ აქსესუარს უკვე შენიშნავთ.
საახალწლო განათებები, საჩუქრები, სათამაშოები, საშობაო თემატიკით გაფორმებული საკანცელარიო და სასკოლო აქსესუარები, ჩანთები, - ეს ყველაფერი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ახარებთ. ყოველწლიურად, „ბიბლუსი“ მომხმარებლებს საახალწლო თემატიკაზე შექმნილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. თუ არ იცი, როგორ გაახარო ახლობელი ადამიანი საახალწლოდ, „ბიბლუსში“ მისთვის შესაფერის საჩუქარს აუცილებლად იპოვნი.
რა სიახლეებით ხვდება ახალ 2021 წელს წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ და უნდა ველოდოთ თუ არა ფასდაკლებებს, ამის შესახებ დეტალურად კომპანიის წარმომადგენელს სალომე სამხარაულს ვესაუბრეთ:
წელს დაგვემატა მაკნატუნების საკმაოდ დიდი, სხვადასხვა ფერში გაწყობილი ასორტიმენტი. ასევე, წარმოდგენილი გვაქვს მოსართავი ყვავილების ფართო არჩევანი, რომლებიც არა მარტო საახალწლოდ, არამედ წელიწადის ნებისმიერი სეზონისთვის, სახლის გასაფორმებლად აქტუალურია. ჩვენთან ნახავთ კერამიკის ბალერინებს, თოვლის ბაბუებს „ბიბლუსის“ ბრენდირებით, რომელთაც წელსაც ქართული სახასიათო სახელები დავარქვით: ილიკო ბაბუა, ჭიპილია, დათიკო და სხვა.
ბიბლუსის 2021 წლის საახალწლო კოლექციიდან, საჩუქარი შეგიძლიათ შეურჩიოთ დიდსა თუ პატარას. წლევანდელი ასორტიმენტი იძლევა საშუალებას სასურველი საჩუქარი მიიღოთ თქვენთვის სასურველ ფასად.
როგორც ყოველთვის, წელსაც, გვაქვს განსაკუთრებული პროდუქცია, განსაკუთრებულ ფასად, რომელიც მოიცავს ნაძვის ხისთვის განკუთვნილ პლასტმასის ბურთებს სხვადასხვა ფერსა თუ ზომაში, რომელთა ფასი იწყება 5,95 ლარიდან. ასევე ულამაზესი ბალერინები 11,95 ლარიდან, ნაძვის ხეები 59 ლარიდან, თოვლის ბაბუები 29,95 ლარიდან და განათება 6,95 ლარიდან. „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ისეთი საახალწლო აქსესუარებიც, როგორც არის სანტას ქუდები, აბადოკები 2,95 ლარიდან.
ასევე, „ბიბლუსში“ წარმოდგენილია მცირე დიამეტრის მქონე კომპაქტური ნაძვის ხეები, რომლებიც განსაკუთრებით მოსახერხებელია პატარა ბინებისთვის. ნაძვის ხეებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ ნაძვის ხის ჩანთა, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მის შესანახად.