პაციენტმა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკიდან სიმღერით გაეწერა. გიორგი ედიბერიძემ სიმღერა "გზა დაგვილოცეთ" ექთნებთან ერთად შეასრულა, დერეფანში ყველას ჩამოუარა და მადლობა გადაუხადა. ამღერებულ გიორგის პალატებიდან სხვა პაციენტებიც გამოეგებნენ და დაემშვიდობნენ.
გიორგი ედიბერიძე სვირის მკვიდრია, მას კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთება დაუდგინდა და კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ადგილი საჩხერის კლინიკაში გამოიძებნა და ვიდეოც სწორედ საჩხელის კლინიკაშია ჩაწერილი.