ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიასშეფასებით, აღნიშნული საყურადღებო შემთხვევაა, რომელსაც სამინისტრო აუცილებლად შეისწავლის.
"ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო. ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში - მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ ჩათვალა საჭიროდ გადამისამართება. სწორედ ამ დროს მოხდა ეს ფაქტი.
ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე ადგილზე ყველა შესაბამისი დახმარება უტარდებოდა. ჩვენ შევისწავლით კლინიკურად, თუ რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება", - აღნიშნა გაბუნიამ.