ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.
ოჯახი ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს გამორიცხავს.
მათი თქმით, რეანომობილს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება ვერ უზრუნველყვეს.
"დაახლოებით 01:30 საათი იყო, ბავშვი შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა დაუწყეს, თუმცა ნახევარი ჰქონდა გადასხმული, სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი, აზოტი ჰქონდა. კლინიკაში რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.