ლიზა ქისტაურმა, რომელსაც საქართველოში წლების წინ გიორგი ქისტაურის სახელით იცნობდნენ, დედასთან ერთად გადაიღო ვიდეო და ერთგვარი ინტერვიუც გამოვიდა დედამისთან, რომელმაც შვილის არჩევანზე, მის ახალ ცხოვრებასა და სირთულეებზე ისაუბრა. დედებს ზოგჯერ უწევთ შვილების რთული არჩევანის მიღება და ვფიქრობთ, ეს ვიდეო ასეთი რეალობის წინაშე დამდგარი დედებისთვის გარკვეული გამოცდილების გაზიარება იქნება.