ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ილიკო სუხიშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადაუდებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მას ზედაპირული მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა.
როგორც ცენტრში განმარტავენ, სუხიშვილს შესაძლოა, ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდეს. ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.