როგორც ცნობილია, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი საკმაოდ უსიამოვნო კომენტარებით გამოეხმაურა ამ ამბავს, რამაც ბევრი გააღიზიანა. მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა:
„კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) – საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა – "რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”.
შეიძლება, არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე – მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც – მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე, ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.