დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, რომ კარგი სწავლა სკოლაში და ინსტიტუტში არ არის წარმატების მაჩვენებელი ცხოვრებაში? შეიძლება არ უნდა გაკიცხოთ ბავშვები იმის გამო, რომ სკოლაში არ ღებულობენ მხოლოდ მაღალ ნიშნებს.
გიფიქრიათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის "ფინანსური განათლება"? - ამის გაკეთება თამაშის ფორმით და სპეციალური სამაგიდო თამაშების დახმარებით შეგიძლიათ.
მოზარდების თამაშები ორიენტირებულია რთული საკითხების გადაჭრის გზებზე. ეკონომიკური და ფინანსური თამაშები ასწავლის არასტანდარტულ აზროვნებას, სიტუაციის გაანალიზებას, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას და მეხსიერების განვითარებას.
ასეთი თამაშები მოზარდებს საშუალებას აძლევს, თავი მეწარმეებად იგრძნონ, ისწავლონ ვაჭრობა ბირჟაზე ან წამოიწყონ სტარტაპი, რეალური ფულის დახარჯვის რისკის გარეშე.
მეორე ტიპის სამაგიდო თამაშებს შორისაც არიან ჩემპიონები. სამაგიდო თამაშების აბსოლუტური ლიდერი არის სამაგიდო თამაში "მონოპოლი", რომელსაც ასწლიანი ისტორია აქვს. "მონოპოლი" ასწავლის უძრავი ქონებისა და ფულის მენეჯმენტს.
ეს თამაში 1930 წელს შეიქმნა. მსოფლიოში ცნობილი სამაგიდო თამაში ელიზაბეტ მეიჯიმ 1904 წელს გამოიგონა. მას თავდაპირველად ერქვა "მემამულეების თამაში".
"მონოპოლი" რამდენიმე ტიპის არსებობს, მოთამაშეების ასაკისა და სირთულის მიხედვით. კლასიკური ვერსია 8+ ასაკისდანაა.
თამაში ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი "პეპელას" და XS toys-ის მაღაზიათა ქსელშია.
ქართულ ენაზე წარმოდგენილი "მონოპოლი" დაეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს, უკეთ გაიგონ თამაშის არსი.
ბავშვები თამაშით სწავლობენ გამომუშავებული კაპიტალის მართვას და სტრატეგიების დაგეგმვას.