"დღეს ჩემი დაიკო 19 წლის გახდებოდა..." - ჯანეტ ქერდიყოშვილმა ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი და გაიხსენა - მშობლები

"დღეს ჩემი დაიკო 19 წლის გახდებოდა..." - ჯანეტ ქერდიყოშვილმა ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი და გაიხსენა

2020-11-18 11:35:07+04:00

როგორც ცნობილია, მშვენიერი ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებაში წარმატებებსა და ბედნიერ დღეებთან ერთად, ერთი ტრაგიკული ამბავიცაა - 2011 წელს, როდესაც ის "მის საქართველო" გახდა, ტრაგიკულად დაიღუპა მისი უმცროსი და - 9 წლის ანეტა.

ჯანეტი ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა 2011 წელს "ჟურნალ" გზისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე და ის დღეც გაიხსენა, როდესაც ტრაგედია მოხდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

mshoblebi

"მის საქართველოს" კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემს ოჯახს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი არ­მია შე­მო­ე­სია. გა­ი­გეს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი და კო­მენ­ტარს გვთხოვ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ჩემს პა­ტა­რა დას ვაფრ­თხი­ლებ­დით, - ფან­ჯა­რას­თან არ მიხ­ვი­დე, კარი არა­ვის გა­უ­ღო-თქო. მე­სა­მე დღეს მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც, ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია...

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ჭორი, რომ ანე­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო, იმ ბავ­შვის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­დაო. ეს აბ­სურ­დია. ანე­ტა ერთ-ერთ ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და! ალ­ბათ, ჭორი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირ­და".

დღეს გოგონა 19 წლის გახდებოდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ჯანეტმა ინსტაგრამზე მისი ფოტოები გამოაქვეყნა და გაიხსენა პატარა და, რომელიც მისი ოჯახის დიდ და მოუშუშებელ ტკივილად იქცა.

mshoblebi
ჯანეტი მშობლებსა და ძმასთან ერთად