დღეს ირაკლი ჩარკვიანი 59 წლის გახდებოდა. მის დაბადების დღეს ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
შვილი, ნანა ჩარკვიანი გარადცვლილ მამას შემდეგნაირად ულოცავს დაბადების დღეს:
„ხშირად მიფიქრია ვისი ან რისი რეინკარნაცია ვარ. როგორ გამიმართლა, რომ ამ ხელებში დავიბადე.
გილოცავ, 19/11/1961 - “
გელა ჩაკრვიანი კი დღევანდელ დღეზე ასე წერს:
„19 ნოემბერი ირაკლის დაბადების დღეა.
ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან. მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო... ვერელი აშუღი.“
ასევე გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ცოტა ხნის წინ „movement”-მა მოამზადა ნანას შესახებ. ნანა თავად ყვება მის ცხოვრებაზე შესახებ, ბაბუასთან ურთიერთობაზე, ინგლისში სწავლაზე, თბილისზე და მამაზე, რომელიც თითქოს სულ აკლდა, თუმცა დღესდღეობით ფიქრობს, რომ მამასთან უხილავი კავშირი აქვს და სადაც არ უნდა იყოს ის, პასუხის გარეშე არ ტოვებს შვილს.
თეკლა ჟვანია