შექმნილი ვითარება განსაკუთრებით ბავშვებს შეეხო, ისინი ვერ დადიან სკოლაში, ბაღში. არ აქვთ კომუნიკაცია სხვა ბავშვებთან, ბევრმა უკვე გადაიკითხა არსებული წიგნები, ან ითამაშა ყველა სათამაშოთი, რაც კი ჰქონდა.
ასევე, თუ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში შეიძენთ მინიმუმ 50 ლარის ღირებულების „გამომცელობა პალიტრა L“-ის საბავშვო წიგნებს, დასაჩუქრდებით იმავე ღირებულების სათამაშოთი ან სათამაშოებით. მაგალითად, 50 ლარის ღირებულების წიგნის (წიგნების) შეძენისას, საჩუქრად გადმოგეცემათ 50-ლარიანი სათამაშო, 300 ლარის შენაძენზე კი 300-ლარიანი სათამაშო და ა.შ.
ამიტომ, იჩქარეთ, შინ დარჩენილ ბავშვებს გაუკეთეთ ძალიან მაგარი საჩუქრები. მოემზადეთ ახალი წლისთვის და #იკითხე და ითამაშე
აქციაშია 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.
მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ სათამაშოების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3fbSkqw
გამომცემლობა „პალიტრა L” –ის წიგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3kKMOML
„ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის, რომლებიც დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ სახლში. მშობლებმაც აღარ იციან, როგორ გამოაყენებინონ დრო პროდუქტიულად. აქედან გაჩნდა ეს იდეა #იკითხე და ითამაშე, გვინდა, რომ მშობლებს მივცეთ საშუალება ორი, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთი, წიგნი და სათამაშო იყიდონ ერთის ფასად და გააბედნიერონ ბავშვები. ყველას გელოდებით „ბიბლუსისა“ და „პეპელას“ მაღაზიათა ქსელში“, - ანანო თავხელიძე, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.
„სიამოვნებით დავთანხმდით “პალიტრა L”- ის ინიციატივას და შევუერთიდ ამ წამოწყებაში #იკითხე და ითამაშე.
ძალიან საინტერესო აქციის პირობებში, მომხმარებელს შეუძლია სათამაშოს შეძენის შემთხვევაში, რომელიც მინიმუმ 50 ლარს უნდა შეადგენდეს, საჩუქრად მიიღოს იგივე ღირებულების წიგნი საჩუქრად, და პირიქით.
აქციის ფარგლებში სათამაშოების ბრენდებიდან წარმოდგენილი იქნება: ჰოლანდიური კონსტრუქტორების ბრენდი „Sluban“, ამერიკული ბრენდი - „Hot Wheels“-ის მანქანები და ტრასები, „Barbie“-თოჯინები.
ვფიქრობთ , რომ ძალიან დააინტერესებთ მშობლებს ეს აქცია, რადგან მათ შვილებს ერთდროულად შეეძლებათ იკითხონ და ითამაშონ.“ – მაღაზიათა ქსელის „პეპელას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, გუსა დედანაშვილი.