6 თვის გიორგის მდგომარეობა დამძიმდა - თქვენი გაღებული თითოეული ლარით პატარას სიცოცხლეს აჩუქებთ - მშობლები

6 თვის გიორგის მდგომარეობა დამძიმდა - თქვენი გაღებული თითოეული ლარით პატარას სიცოცხლეს აჩუქებთ

2020-11-19 13:28:55+04:00

6 თვის გი­ორ­გი ვა­ხა­ნია ახლა თურ­ქეთ­ში, აჯი­ბა­დე­ბის კლი­ნი­კა­ში წევს. პა­ტა­რა ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და და მისი ბედი მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, დრო კი აღარ ით­მენს. ექი­მებ­მა სას­წრა­ფოდ ჩა­ნიშ­ნეს ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა, რად­გან ბავ­შვს ღვიძ­ლის ცე­რო­ზი აქვს.

სამ­წუ­ხა­როდ, მის­მა ღვიძლმა უკვე შე­წყვი­ტა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ამ დრომ­დე ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ებს არე­გუ­ლი­რებ­და ვი­ტა­მი­ნე­ბი, გა­დას­ხმე­ბი და ახლა არც ეს მოქ­მე­დებს. ღვიძ­ლის გა­ჭედ­ვამ გავ­ლე­ნა იქო­ნია თირკმელ­ზე, ბავ­შვს შე­ექ­მნა შარ­დვის პრობ­ლე­მაც. ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სის­ხლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არის ძა­ლი­ან ცუდი, ანუ არის იმის დიდი რის­კიც და სა­შიშ­რო­ე­ბაც რომ ისევ გა­უ­მე­ორ­დეს ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვაც.

2 თვის იყო გი­ორ­გი, ინ­სულ­ტი რომ გა­და­ი­ტა­ნა. მა­შინ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტარ­და და პა­ტა­რა სიკ­ვდილს გა­მოს­ტა­ცეს ხე­ლი­დან. ამის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს რე­ა­ნი­მო­ბი­ლით, რად­გან აქ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. გა­ირ­კვა, რომ ბავ­შვს სა­ნაღ­ვლე გზე­ბის ატ­რე­ზია ჰქონ­და, რა­მაც ღვიძ­ლის ცი­რო­ზი გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე თვეა ოჯა­ხი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ასულ­დგმუ­ლებს ბავ­შვს. ახლა ისევ ბეწ­ვზე კი­დია მისი სი­ცო­ცხლე, ყო­ვე­ლი დღე და წუთი ამ ვი­თა­რე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტია.

ოპე­რა­ცი­ამ­დე კლი­ნი­კა­ში ყო­ვე­ლი დღე ოჯახს 850 დო­ლა­რის გა­დახ­და უწევს. ეს თან­ხე­ბი აკ­ლდე­ბა აქამ­დე ძლივს შეგ­რო­ვე­ბულ ოპე­რა­ცი­ის თან­ხას. ამ სი­ტყვე­ბის თქმა ძნე­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბაა, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვის სი­ცო­ცხლე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ფი­ნან­სებ­ზე. ოპე­რა­ცია რომ ჩა­ტარ­დეს, სა­ჭი­როა კლი­ნი­კის ან­გა­რიშ­ზე სას­წრა­ფოდ 60 000 დო­ლა­რი ჩა­ი­რი­ცხოს, შემ­დეგ ერთი თვე­ში ოჯახს და­მა­ტე­ბით კი­დევ 15 000 დო­ლა­რის მოგ­რო­ვე­ბა და გა­დახ­და ისევ მო­უ­წევს. ოპე­რა­ცი­ის და­სა­წყე­ბად ოჯახს სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბა 25 000 დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბა, ხალ­ხის გვერ­დში დგო­მით ამ წუ­თას მხო­ლოდ 40 000 დო­ლა­რი აქვს ხელ­ზე. ოჯა­ხი ისევ ხალ­ხის იმე­დად არის დარ­ჩე­ნი­ლი. რო­გორც ბევ­რჯერ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ამ­ჯე­რა­დაც იქ­ნებ ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძლოთ ამ პა­ტა­რა ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნა. თქვე­ნი გა­ღე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ლა­რით გი­ორ­გის სი­ცო­ცხლეს აჩუ­ქებთ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" (Bank of Georgia)

ბან­კის კოდი (SWIFT): BAGAGE22

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE04BG0000000034711800

მიმ­ღე­ბი (დედა): მაკა ცა­ა­ვა

"თი­ბი­სი" ბან­კი:

ბან­კის კოდი (SWIFT):TBCBGE22

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE14TB7695945064300010

მიმ­ღე­ბი (დედა): მაკა ცა­ა­ვა

ტელ: 0901 701 560 (ზა­რის სა­ფა­სუ­რია 1 ლარი)