"რუსთავ2"-ის ინფორმაციით, მომავალ კვირიდან შესაძლოა გარკვეული წესები გამკაცრდეს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რომელმაც ინფიცირების მიუხედავად პაციენტები, მარტო, ვირუსთან ბრძოლაში არ დატოვა, დღეს საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ლევან რატიანი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სამკურნალო საშუალება ვირუსი წინააღმდეგ არ არსებობს. "მთავარი ცხოვრებაში სიცოცხლეა ამიტომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს. ტერორში ჰყავს დღეს კორონას მთელი სამყარო. ფსიქოლოგიური ტერორი, რომ ავიცილოთ თავიდან ადამიანებს დადებითი განწყობა უნდა შევუნარჩუნოთ.
დამეთანხმებიან, თუ არა სხვები არ ვიცი, მაგრამ როდესაც რესურსი არ გაგაჩნია უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე," - აღნიშნა ლევან რატიანმა.
მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგია და ოპტიმალურ შეზღუდვებზე საუბრობს ექსპერტთა ნაწილი, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალი კვირიდან ტრასპორტის მოძრაობა შეიზღუდოს, არასურსათო მაღაზიები, სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზები კი დროებით დაიკეტოს. იხილეთ ვიდეო