4 მარტივი გზა მშობლებისთვის, როგორ შევაყვაროთ ბავშვს გეოგრაფია
4 მარტივი გზა მშობლებისთვის, როგორ შევაყვაროთ ბავშვს გეოგრაფია
თუ ბავშვობაში დედაქალაქების, ქვეყნების საზღვრების, ნახევარკუნძულებისა და კუნძულების სახელებისა და მდებარეობის დამახსოვრება სულაც არ გვეხალისებოდა, როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ეს ინფორმაცია იმაზე საჭირო ყოფილა, ვიდრე ოდესმე გვეგონა.
ზღვა ინფორმაციის უბრალოდ დასაზეპირებლად მიცემით ბავშვში ინტერესის აღძვრა ნამდვილად გაგვიჭირდება, თანაც თუ გეოგრაფიის მიმართ სიყვარულით არც აქამდე გამოირჩეოდა.
მაშინ როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს ბავშვს გეოგრაფიაში კარგი ზოგადი განათლება მივაღებინოთ და დედამიწის ფიზიკური თუ პოლიტიკური რუკა მისთვის უცხო, არაფრისმომცემ გამოსახულებად არ იქცეს?

ამისთვის 4 მარტივ გზას გთავაზობთ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მშობელი იყენებს:

მაღალი
პოლიგრაფიული ხარისხის დასურათებული ენციკლოპედიები

ადამიანების ნაწილს თვალით ნანახი უკეთ ამახსოვრდება, ვიდრე მოსმენილი. სწავლის პროცესში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია გამოსახულება. პირობითად, როდესაც მას ვესაუბრებით აპენინის ნახევარკუნძულზე, შეგვიძლია, მისთვის მაქსიმალურად გასაგები ვიზუალით შესრულებული რუკა ვაჩვენოთ.
mshoblebi
ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადგილობრივები, ის ფლორა და ფაუნა, რაც აღნიშნულ ნახევარკუნძულზეა წარმოდგენილი და მკვეთრად დახაზული საზღვრები, ბავშვის მეხსიერებაში თავის კვალს აუცილებლად დატოვებს. შეიძლება მან პირველად ნახვის შემდეგ ვერ დაიმახსოვროს, მაგრამ ენციკლოპედიის მომდევნო ჯერზე გადათვალიერებისას ტერიტორიის შესახებ საბაზისო ინფორმაციას აუცილებლად შეისწავლის.

დოკუმენტური ფილმების ნახვა

გეოგრაფიის შესწავლისთვის ინტერნეტ რესურსების გამოყენება ან ტელევიზიით საინტერესო დოკუმენტური ფილმების ნახვა მშვენიერი არჩევანია.
თუ გვსურს, ბავშვმა უკეთ შეისწავლოს კონკრეტულ რეგიონში რომელი ცხოველები ბინადრობენ, როგორი კლიმატური პირობებით ხასიათდება აღნიშნული ტერიტორია, როგორ ჩამოყალიბდ მისი საზღვრები
და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, შეგვიძლია, მასთან ერთად საინტერესო დოკუმენტურ ფილმს ვუყუროთ და შემდეგ განვიხილოთ.
ნანახის შესახებ მსჯელობა და განხილვა ბავშვის მეხსიერებაში თავის კვალს დატოვებს. საინტერესოდ გამოცემული რეალობა კი მას უფრო მეტად დააინტერესებს, ვიდრე შეიძლება, წიგნში დაწერილმა ფაუნის აღწერამ დააინტერესოს.

გასაფერადებელი რუკები

სკოლის ასაკიდან ალბათ ბევრს გახსოვთ გეოგრაფიის სავარჯიშო რვეულში დატანილი გასაფერადებელი რუკები, რომელშიც გვთხოვდნენ საზღვრების დადგენას, დედაქალაქის გამოყოფას და ა.შ.
mshoblebi
ხშირად, ამ დავალებას ყურადღებას არ ვაქცევდით ან სავალდებულო არ იყო-ხოლმე, როცა თამაშით სწავლა მართლაც საუკეთესო ინსტრუმენტია მშობლისა და მასწავლებლის ხელში.
ჩვენი ბავშვობის გასაფერადებელი რუკები არც ისე საინტერესოდ გამოიყურებოდა, დღეს კი ასე აღარ არის. მაგალითად, „პრინტარეას“ გასაფერადებელ რუკებს თან ახლავს საინფორმაციო-საგანმანათლებლო წიგნაკი და ფლომასტერებიც სპეციალურ მუყაოს შეფუთვაში. კონტინენტების, მათზე მობინადრე ცხოველებისა და ქვეყნების დროშების გაფერადება ბავშვებს საშუალებას მისცემს, უკეთ დაიმახსოვრონ ქვეყნების მდებარეობა და მათ შესახებ საბაზისო ინფორმაცია მიიღონ.
მასალა, რომელზეც აღნიშნული რუკებია დაბეჭდილი, არ არის ქაღალდი, არ იხევა, არ სველდება და უფრო გამძლე და ხარისხიანია, ვიდრე მუყაო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „პრინტარეას“ რუკები დაბეჭდილია ეკომეგობრულ დანადგარზე და ბავშვებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
თუ რუკების გაფერადებას „არასავალდებულო“ საქმედ წარმოვაჩენთ და ბავშვებს უბრალოდ, გასართობად მივცემთ, შეიძლება, ამან იმაზე უფრო პოზიტიური შედეგი გამოიღოს, ვიდრე წარმოგვედგინა.
შეგვიძლია, ქვეყნების აღმოჩენისა და გაფერადების პროცესში თავადაც ჩავერთოთ. ერთ რუკაზე თუ რამდენიმე ბავშვი იმუშავებს, გაფერადების პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახდება. აღნიშნული რუკები სხვადასხვა ზომისაა და შეგვიძლია, ბავშვების რაოდენობის შესაბამისად შევარჩიოთ. ერთ მათგანზე კონტინტენტები და ქვეყნები ადგილობრივი ცხოველების გამოსახულებებით არის წარმოდგენილი, მეორე ვერსია კი მოიცავს პოლიტიკურ საზღვრებსა და ქვეყნების დროშებს. ორივე მათგანი შემეცნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ფაზლის აწყობა

mshoblebi
ფაზლი მეხსიერების გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. მისი აწყობისას ტვინი გამოიმუშავებს დოპამინს, რომელიც განწყობისა და ოპტიმიზმის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი.
ფაზლი პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს სწავლის პროცესზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მახსოვრობაზე, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და ამაღლებს მოტივაციას. ჩვენს ტვინში დოპამინი წარმოიქმნება ყოველ ჯერზე, როცა ფაზლის თითოეულ ნაწილს სწორ ადგილზე მოვათავსებთ. მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 25 წუთის განმავლობაში ფაზლის აწყობამ ჩვენი IQ შეიძლება, 4 პუნქტით გაზარდოს.
იმისათვის, რომ ბავშვმა უკეთ დაიმახსოვროს სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტი, კონტინენტის თუ ქვეყნის კონტურები, შეგვიძლია, ამისათვის მას შესაბამისი ფაზლები შევუძინოთ.
გარდა იმისა, რომ ბავშვი სახალისო და საინტერესო საქმით დაკავდება, პროცესში ის შეძლებს, სხვადასხვა ქვეყნის სახელები, საზღვრები და დედაქალაქები დაიმახსოვროს. ყოველ ჯერზე, როცა ფაზლს ააწყობს, მისი ცოდნა გაუმჯობესდება.


148
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები