Hotsale.ge-ზე Black Friday იწყება - მრავალფეროვანი შეთავაზებები დიდი დანაზოგით!
Hotsale.ge-ზე Black Friday იწყება - მრავალფეროვანი შეთავაზებები დიდი დანაზოგით!
21 ნოემბრიდან Hotsale.ge-ზე სხვადასხვა სერვისისა თუ პროდუქტის შეძენისას კიდევ უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება გახდება შესაძლებელი.
Black Friday-ს ფასები გავრცელდება როგორც სილამაზის, ისე თავის მოვლის, კვების, ტექნიკის, საახალწლო, საგანმანათლებლო, სამედიცინო, გასართობ და სხვა დანარჩენ კატეგორიებზე.
Hotsale.ge-ის თითოეულ მომხმარებელს საშუალება ექნება, Black Friday-ს შეთავაზება საკუთარ თავზე მოირგოს და შეიძინოს ის პროდუქცია და სერვისი, რომელზეც აქციებს ელოდებოდა.
მომხმარებელს სურპრიზები მხოლოდ ვებ-გვერდზე არ დახვდება. თქვენ ასევე გელოდებათ „ფეისბუქ“ გათამაშებები, ამიტომ თუ მასში მონაწილეობის მიღება გსურთ, აუცილებლად ადევნეთ თვალი Hotsale.ge-ის გვერდს. გათამაშებები ბევრ სასიამოვნო და
საინტერესო სურპრიზს მოიცავს, რომლის ადრესატიც შეიძლება, ნებისმიერ თქვენგანი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ Hotsale.ge-ზე საახალწლო განწყობა უკვე შეინიშნება - სხვადასხვა ზომის ულამაზესი ნაძვის ხეები, საჩუქრები, ტკბილეული, საშობაო თემატიკით გაფორმებული ღვინო, სათამაშოები, განათებები და სხვა აქსესუარები ვებ-გვერდზე 70%-მდე დანაზოგით არის წარმოდგენილი. ასევე Hotsale.ge გთავაზობთ ტექსნიკის ფართო არჩევანს, რომლის შეძენას შეძლებთ განსაკუთრებულ ფასად და ონლაინ განვადებით სარგებლობის საშუალებით.
როგორც საახალწლო, ისე სხვა კატეგორიებს Flack Friday-მდე პროდუქციისა და სერვისების კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტი დაემატება, რათა მაქსიმალურად ბევრ მომხმარებელს მიეცეს დანაზოგით სარგებლობის შესაძლებლობა.

70
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები