"უკვე შევიქმენი სადღესასწაულო გარემო... ვთიშავ ტელევიზორს, ქვეყანას მე ვერ გამოვასწორებ..." - სამი შვილის დედის გადაწყვეტილება
"უკვე შევიქმენი სადღესასწაულო გარემო... ვთიშავ ტელევიზორს, ქვეყანას მე ვერ გამოვასწორებ..." - სამი შვილის დედის გადაწყვეტილება
ახალ წლამდე ჯერ ლამის თვე-ნახევარია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ნოემბრიდან უკვე იწყებენ საახალწლო განწყობის შექმნას, მზადებას და ნაძვის ხის მორთვასაც კი. მერე კი ლამის თებერვლამდე დღეებს ამ ბრწყინვალებაში ატარებენ. 

მერი ბლიაძე ჟურნალისტი და სამი შვილის დედაა, რომელმაც გადაწყვიტა, ეს ნაცრისფერი და ბევრი მიზეზის გამო არც ისე პოზიტიური დღეები გაეფერადებინა თავისი ოჯახისთვის და დღეს ნაძვის ხეც ააწყო და სახლიც ააკაშკაშა:

"ჩემზე სულსწრაფი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. უკვე შევიქმენი სადღესასწაულო გარემო. ვთიშავ ტელევიზორს, ვაუქმებ საინფორმაციო სააგენტოების გამოწერებს. ქვეყანას მე ვერ გამოვასწორებ და
ნერვები რაღას მოვიშალო. ორკვირიანი შვებულება დაუვიწყარ მოგონებად უნდა ვაქციო", - ამბობს მერი.
mshoblebi
ეს კი ლილეა, რომელიც ყველაზე პატარაა ოჯახში და ყველაზე მეტად სწორედ მის გამო შეიქმნა ეს დღესასწაული.
mshoblebi
mshoblebi

775
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები