ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უფროსი ქალიშვილი დევა კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის, უმცროსი კი უფრო იშვიათად ჩნდება.
10 წლის ლეონი ამ დღეებში მამის მეორე ოჯახთან ერთად გამოჩნდა. ვენსანმა ტინა კუნაკსა და შვილებთან ერთად ზღვის სანაპიროს მიაშურა. როგორც ჩანს, უფროსი გოგონებს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ მამის მეორე ცოლთან. ლეონი ტინასა და მის ქალიშვილს გვერდიდან არ მოშორებია, მათთან ერთად ატარებდა დროს.
ლეონისაც არანაკლები მონაცემები აქვს და სავარაუდოდ, მომავალში ისიც მოევლინება საზოგადოებას მოდელის ან მსახიობის რანგში.
რაც შეეხება ვენსანს, ის აშკარად აღტაცებულია 23 წლის ლამაზი ცოლით და არც სხვების თანდასწრებით ერიდება ამის გამოხატვას.
მონიკა ბელუჩის ქალიშვილს მორიგ რეკლამაში იღებენ - გადაღებებს მისი ორივე მშობელი ესწრება (ფოტოები)
როგორ ერთობა ვენსან კასელი ახალგაზრდა ცოლთან და ქალიშვილებთან ერთად და რას ეძახის მათ მოფერებით