31 წლის ლევან ზურაბიშვილს, რომელმაც გუშინ მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ირკვევა, რომ ხელში ხელყუმბარა არ ეჭირა. მას უბრალოდ, ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა და ხელყუმბარის იმიტაცია გააკეთა. ამის შესახებ მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა საუბრობს. მას შემდეგ, რაც ლევან ზურაბიშვილი დააკავეს, ცნობილმა იურისტმა თავად გამოთქვა სურვილი უანგაროდ დაეცვა ბრალდებული. დაკავებულს ბრალს იარაღის უკანონო ტარებისთვის, ყაჩაღობისთვის და ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით წაუყენებენ. ახლა დიდწილად არის მისი ბედი დამოკიდებული იმ მძევლების ჩვენებებზე, რომლებიც შენობაში 4 საათის განმავლობაში იყვნენ.
ადვოკატი ირმა ჭკადუა:
- ამ ადამიანის გულწრფელი პროტესტი რომ მოვისმინე, გადავწყვიტე დამეცვა. წავედი პოლიციაში იმიტომ, რომ მასში დავინახე მართლა გულწრფელობა და პროტესტი იმ საკითხებზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გაგვაჩნია. სამწუხაროდ, არც პოზიციიდან და არც ოპოზიციიდან არ ყოფილა მსგავსი დაპირება, რომ ამ პრობლემებს მიხედავდნენ პოლიტიკოსები.
მუდმივად საუბრობენ დასავლეთზე, მაგრამ იქიდან კარგი არაფერი მოაქვთ, თუნდაც საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არ არსებობს ოჯახი, იმ გამონაკლისების გარდა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს უნდა ღებულობდნენ, ბანკის ვალი არ ჰქონდეს. არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო ის უბედურება, რომელსაც ქვია სათამაშო ბიზნესი. ეს ადამიანი დიდი ხანია მსხვერპლია ონლაინ თამაშების, რის გამოც დაკარგა საცხოვრებელი სახლი. ბოლო ავტომანქანა ჰყავს, რომლითაც იყო იქ მისული და ისიც გაყიდული აქვს, ფული აღებული აქვს, ხვალ, კვირას უნდა გადასცეს მყიდველს. იმ მანქანის ფულით გაისტუმრა გარკვეული ვალი, მაგრამ ისევ დარჩა ვალი და ამას განიცდის. განაგრძეთ კითხვა