გუშინ საღამოს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდები თორნიკე კობახიძე და გენრი წახნაკია "ასპრია ფიტნესის" თანამშრომლები არიან.
გარდაცვლილი 28 წლის თორნიკე კობახიძის მეგობარი AMBEBI.GE-სთან ავარიის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს ავტომობილი მოუცურდათ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირიპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
თორნიკე კობახიძე