"ვცდილობ, დავივიწყო..." - ვალერი მელაძე იმ ტკივილზე ალაპარაკდა, რაც განქორწინებისას შვილებს მიაყენა
"ვცდილობ, დავივიწყო..." - ვალერი მელაძე იმ ტკივილზე ალაპარაკდა, რაც განქორწინებისას შვილებს მიაყენა
მომღერალი ვალერი მელაძე გარკვეული ხნის განმავლობაში კანონიერ ცოლს, ირინას,  მომღერალ ალბინა ჯანაბაევასთან ღალატობდა. ახლახან მომღერალმა თავისი ცხოვრების ეს კონფლიქტური პერიოდი გაიხსენა. პირველ ცოლთან, რომელსაც 6 წლის წინ გაეყარა, სამი მოზრდილი ქალიშვილი ჰყავს.
ირინა, ვალერი მელაძის პირველი მეუღლე
mshoblebi
განქორწინების პერიოდში ალბინა ჯანაბაევასთან ერთად უკვე ვაჟის მამაც იყო. განქორწინებიდან მალევე წყვილს მეორე ვაჟიც შეეძინა. ვალერი მელაძე დღეს იშვიათად იხსენებს იმ პერიოდს და არც ოჯახური კონფლიქტების საჯაროდ განხილვა უყვარს. ამის მიუხედავად, თავის მეგობართან, ჟურნალისტ იური კოსტინთან ბევრ რამეზე გულახდილად ისაუბრა.
mshoblebi
ოჯახური თემების განხილვისას ვალერი გამოტყდა, რომ
მისი ტვინი ცხოვრებაში მომხდარ ყველა უსიამოვნო მომენტს ბლოკავს.
"დიახ, შევიცვალე ცხოვრება, მაგრამ დიდი დრო გავიდა, თითქოს დავიწყებასაც მიეცა. სრულყოფილად ვერც ვიხსენებ, რა მოხდა. გარდამავალი პერიოდი ჩემთვისაც მტკივნეული იყო და მათთვისაც: პირველი მეუღლისთვის, გოგონებისთვის და ალბინასთვის", - განაცხადა მელაძემ. მისი თქმით, დაძაბულობას მისი უფროსი ვაჟი, კონსტანტინეც გრძნობდა, რომელიც მაშინ სულ პატარა იყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო პირველ მეუღლესთან გაყრის პროცესი გაჭიანურდა.
"მაინც ყველაფერი აქით მიდიოდა, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი, სწორედ მე უნდა გადამედგა", - ამბობს მომღერალი, რომელმაც მტკივნეული განქორწინების მიუხედავად, მაინც შეძლო უფროს ქალიშვილებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. გოგონები მამასთან დიდ დროს ატარებენ.
mshoblebi
"სიგიჟემდე მიყვარს ისინი და მათაც ძალიან ვუყვარვარ. თუმცა დარწმუნებული ვარ, წარსულმა სამუდამო კვალი დატოვა მათზე და ეს
მთელი ცხოვრება გაჰყვებათ".
985
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები