თურქული სერიალების მოყვარულებს შორის ეს წყვილი განსაკუთრებულად გამორჩეულია, რომელსაც არა მხოლოდ სერიალის განმავლობაში გულშემატკივრობენ, არამედ - მის ფარგლებს გარეთაც, რადგან აღმოჩნდა, რომ გადაღებებზე მათ ნამდვილადაც შეუყვარდათ ერთმანეთი და როგორც ამბობენ, რომანი გრძელდება.
"სიყვარულის იარების" ვარსკვლავები ახალგაზრდა მსახიობები არიან - 20 წლის ხაფსანურ სანჯუქტანი და 27 წლის დენიზ ჯან აქტაში.
გოგონა თურქეთი, სტამბოლია დაბადებული. ბავშვობიდან გატაცებულია თეატრით და პიესებსაც წერს, რისთვისაც არაერთი პრიზი მიუღია. როგორც მსახიობმა უკვე რამდენიმე როლი შეასრულა თურქულ სერიალებში, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ "სიყვარულის იარებმა" გაუთქვა სახელი.
დენიზი 1993 წელს არის დაბადებული სტამბოლში. თავდაპირველად მეზღვაურობა უნდოდა და საზღვაო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა შემდეგ მსახიობის პროფესიით უფრო დაინტერესდა. სავარაუდოდ, კარგი განათლების გამო - მოდის სფეროშიც აქვს გამოცდილება, თურქეთის საუკეთესო მოდელების კონკურსის ფინალისტიც არის.