"ბიბლუსში" "შავი პარასკევია"
"ბიბლუსში" "შავი პარასკევია"
წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში "ბიბლუსი" "შავ პარასკევს" გამორჩეულ ფასდაკლებას გთავაზობთ. "ბიბლუსში" წარმოდგენილია 50%-მდე ფასდაკლებით წიგნები, საბავშვო-საკანცელარიო ნივთები, ხელსაქმის მასალები, სამაგიდო და საბავშვო სათამაშოები და "Lupen"-ის პროდუქცია. ფასდაკლების პერიოდია 21-28 ნოემბერი.

"შავი პარასკევი"-ს ფასდაკლებაშია 400-ზე მეტი წიგნი, მათ შორის როგორც ყველასათვის საყვარელი მხატვრული, ასევე საბავშვო, ბიზნეს და შემეცნებით ლიტერატურა. 20-50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ ისეთ სერიებზე, როგორებიც არის: "იკითხე ქართული", "თოვლის გუნდა", "ლიბერთინსი", "ფანტასტიკური ბიბლიოთეკა", "სერია ვიტამინი", "ლიტერატურული ოდისეა", "ამერიკელები" და ა.შ.

ხელსაქმის მოყვარულებისთვის 30%-იანი ფასდაკლებით არის წარმოდგენილი მომხმარებლების რჩეული ბრენდები: "Avenir", "Lori" და "Milan" და ისეთი პროდუქრია, როგორებიცაა: ფაზლები, მოსაქარგი და შესაკერი ნაკრებები, მოზაიკის, თაბაშირისა და ფიგურების ასაწყობი ნაკრებები. ასევე, გუშები, ფერადი ფანქრები, სახატავი ნაკრებები, პენლები და ა.შ.

სამაგიდო თამაშის მოყვარულები კი, "ბიბლუსში" ისარგებლებენ 20-50%-იანი ფასდაკლებით მრავალფეროვან სათამაშოებზე, მათ შორისაა: "ჭადრაკი+გველის თამაში", "ბინგო", "დომინო საათი", "თამაში 100 ერთში" და ა.შ.

მათ კი, ვისაც გსურთ გამორჩეული საჩუქრის შეძენა თქვენი მეგობრისთვის, რჩეულისთვის ან უბრალოდ საყვარელი ადამიანისთვის, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ "Lupen"-ის პროდუქციაზე: Moleskine-სა და Pierre Cardin-ის გამორჩეულ კალმებსა და აქსესუარებზე.

"ბიბლუსში" "შავი პარასკევის" აქციის ფარგლებში ფასდაკლებებია მოცემულ ასორტიმენტზე, როგორც საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ Biblusi.ge-ზე. სრული სია კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
255
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები