"გონ­ზე რომ მო­ვე­დი, ფურ­ცელ­ზე და­ვუ­წე­რე სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბის, ისი­ნი რო­გორ არი­ან-თქო ვკი­თხუ­ლობ­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე არა­ვინ მი­თხრა" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ თამო არღვლიანთან
"გონ­ზე რომ მო­ვე­დი, ფურ­ცელ­ზე და­ვუ­წე­რე სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბის, ისი­ნი რო­გორ არი­ან-თქო ვკი­თხუ­ლობ­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე არა­ვინ მი­თხრა" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ თამო არღვლიანთან
"გა­მარ­ჯო­ბა, რო­გორ ხარ-თქო რომ გკი­თხო, ცოტა უხერ­ხუ­ლია, მეც ეგრე ვარ. მი­ხა­რია, რომ გა­დავ­რჩით და ცო­ცხლე­ბი ვართ. ახლა ახა­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა და­ვი­წყოთ, უფრო მეტი სი­კე­თით სავ­სე. მარ­თა­ლია არ გვაკ­ლდა სი­კე­თის კე­თე­ბა, მაგ­რამ გა­ვა­ას­მა­გოთ. ექი­მე­ბი ისეთ ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან, ახ­ლი­დან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ვართ. ხოდა ეს ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი ყო­ფი­ლა. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებ.

ბევრ სი­კე­თეს და გა­ხა­რე­ბას ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ­თვის ყვე­ლას იღ­ბალს ვუ­სურ­ვებ­დი ხოლ­მე და ეს 100 პრო­ცენ­ტით სი­მარ­თლეა. ჩვენ იღ­ბლი­ა­ნე­ბი ვართ. წინ დიდი ცხოვ­რე­ბა გვე­ლო­დე­ბა. არ მახ­სოვ­ხარ ექ­სკურ­სი­ი­დან, მი­ხა­რია, რომ კარ­გად ხარ", - ეს წე­რი­ლი ერთ-ერ­თია იმ
წე­რი­ლე­ბი­დან რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში მყოფ­მა სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნილ­მა ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძემ თა­მუ­ნა (თამო) არ­ღვლი­ანს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად მის­წე­რა.

თა­მუ­ნა არ­ღვლი­ა­ნი, ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე და ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყვნენ, მარ­თლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობ­და ამის­თვის. უფ­ლის წყა­ლო­ბით და ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით გონ­ზე მო­სუ­ლი გო­გო­ნე­ბი, თურ­მე თა­ვა­დაც ამ­ხნე­ვებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. არც თამო არ­ღვლი­ანს და­უ­ტო­ვე­ბია ნა­ტა­ლი­ას წე­რი­ლი უპა­სუ­ხოდ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ სა­ო­ცა­რი გო­გო­ნე­ბის თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ არ დარ­წმუნ­დე, რომ უფა­ლი სას­წა­ულს ახ­დენს. ულა­მა­ზე­სი თამო არ­ღვლი­ა­ნი ახლა სახ­ლშია, თა­ვის თბილ გა­რე­მო­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. იმ სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, როცა ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვე, უარი მი­თხრა. უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­რე­კავს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უბ­რის­გან თავს ვი­კა­ვე­ბო. მაგ­რამ და­ვი­თან­ხმე და გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს მას­თან.

იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს
თამო თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად წა­ვი­და შა­ტილ­ში. ის "სი­სა­უ­რე­ბის" ხინ­კლის სახ­ლში მუ­შა­ობ­და.

- თამო, პირ­ველ რიგ­ში გი­ლო­ცავთ გა­დარ­ჩე­ნას, რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- უკეთ ვარ, თუმ­ცა ჯერ კი­დევ მჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია.

- რო­გორც ვი­ცით, სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად წახ­ვე­დით ტურ­ზე...

- სი­სა­უ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებ­ში მზა­რე­უ­ლად ვმუ­შა­ობ­დი. ჩვენ შვიდ­ნი ვი­ყა­ვით ერ­თად წა­სუ­ლე­ბი. ორი დღით ადრე მი­თხრეს, რომ კვი­რას შა­ტილ­ში ტური იგეგ­მე­ბა და წა­ვი­დე­თო. არ მახ­სოვს რო­გორ ვემ­ზა­დე­ბო­დი. ისიც კი არ მახ­სოვს ტან­ზე რა მეც­ვა. იმ სა­ში­ნე­ლი დღი­დან მხო­ლოდ სა­ში­ნე­ლი გზა რომ იყ,ო ეს მახ­სენ­დე­ბა. მე სვა­ნი ვარ და სვა­ნეთ­ში სულ ერთხელ ვარ ნამ­ყო­ფი, იმი­ტომ რომ გზის მე­ში­ნო­და. მახ­სოვს კოშ­კე­ბი და უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით გზად თაფ­ლის სა­ყიდ­ლად რომ გავ­ჩერ­დით. აქ წყდე­ბა ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბა. მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს, გონ­ზე რომ მო­ვე­დი, ფურ­ცელ­ზე და­ვუ­წე­რე სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბის, ისი­ნი რო­გორ არი­ან-თქო ვკი­თხუ­ლობ­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე არა­ვინ მი­თხრა.

მთე­ლი ერთი თვე მე­გო­ნა, ყვე­ლა­ნი კარ­გად იყ­ვნენ და მკურ­ნა­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში, მაგ­რამ მერე გა­ვი­გე რაც მოხ­და. ჩემს გარ­დაც­ვლილ მე­გობ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჭირს. სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. მთე­ლი გზა ვი­ცი­ნო­დით და ვსა­უბ­რობ­დით, ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დით, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ უკა­ნას­კნე­ლად ვხე­დავ­დი მათ. ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ბა­ტო­ნი და­ვით სი­სა­უ­რი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ლია ას­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი, ქეთი ზა­კა­ლაშ­ვი­ლი... მი­ჭირს მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან რთუ­ლია იმ ყვე­ლაფ­რის გახ­სე­ნე­ბა. თქვენ რომ ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს ვერ გაძ­ლევთ, ამა­საც გან­ვიც­დი, მაგ­რამ მი­ჭირს სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე. განაგრძეთ კითხვა
1079
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები