კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება - შეთანხმდნენ, რომ ვაქცინა მსოფლიოში სამართლიანად უნდა განაწილდეს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება - შეთანხმდნენ, რომ ვაქცინა მსოფლიოში სამართლიანად უნდა განაწილდეს
ამერიკულ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშუალოდ, 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება. ამ ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელი სტეფან ბანსელი ავრცელებს.

მისი თქმით, ვაქცინის ფასი ასევე დამოკიდებული იქნება შეკვეთების მოცულობაზე. წინასწარი მონაცემებით, Moderna წლის ბოლომდე 20 მილიონი ვაქცინის წარმოებას გეგმავს, მომდევნო წლის განმავლობაში კი, მილიარდზე მეტის.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკულმა კომპანია Moderna-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ვაქცინის შექმნის შესახებ ასევე განაცხადეს გერმანულმა მწარმოებელმა BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა. მათი თქმით, მკვლეველი აჩვენებს, რომ ვაქცინას ადამიანების ვირუსისგან
დაცვა 90%-ით შეუძლია.
დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ონლაინ კონფერენციას მართავენ, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა და ტესტები მსოფლიოში სამართლიანად უნდა განაწილდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ოცეულის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ღარიბი ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლის დროს მეტ დამხარებას საჭიროებენ.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი და თანაბარი უნდა იყოს, რისთვისაც ძალას არ დავიშურებთ“, -განაცხადეს დიდი ოცეულის ლიდერებმა.

Reuters ინფორმაციით, დიდი ოცეულის სამიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მონაწილეები პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ. წელს ოცეულის სამიტის თავმჯდომარე ქვეყანა საუდის არაბეთია.
465
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები